| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში, რომელიც არაქართულენოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს, ჩატარდა ქართული ენისა და სპორტის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი, რომელშიც მე-7გ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო ქართული ენის პრაქტიკული სწავლება სპორტის თემატიკის ინტეგრირების გზით. მოსწავლეებმა სამიზნე ლექსიკაზე იმუშავეს, განივითარეს საკომუნიკაციო უნარები და იმსჯელეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, გაიხსენეს ცნობილი მსოფლიო ჩემპიონები და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენები, განიხილეს ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორია და სპორტის გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე.
მე-7გ კლასის მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციებიც მოამზადეს, სადაც საინტერესო ფორმით წარმოადგინეს მიღებული ცოდნა და საკუთარი ხედვები. მრავალფეროვანმა აქტივობებმა სასწავლო პროცესი მეტად ინტერაქციული და მოტივაციაზე ორიენტირებული გახადა.
ღია გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის სპორტის მასწავლებელიც, რომლის ჩართულობით გაიმართა საინტერესო დისკუსია სპორტისა და განათლების მნიშვნელობის შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი მიზანზე ორიენტირებული, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.
„მსგავსი ინტეგრირებული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაქართულენოვან სკოლებში, რადგან ისინი ერთდროულად უწყობს ხელს როგორც სახელმწიფო ენის შესწავლას, ისე მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას