სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარალეთის N2 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
25-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

20 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

მოსწავლეებმა დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მათთვის სკოლასთან და ბავშვობასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

„ბოლო ზარი“ არის დღე, რომელიც სიხარულთან ერთად ბევრ ემოციასაც აერთიანებს. ეს არის ბავშვობასთან დამშვიდობებისა და ახალი ცხოვრების ეტაპზე გადასვლის სიმბოლო.

სკოლამ გვაჩუქა ცოდნა, მეგობრობა, დაუვიწყარი მოგონებები და ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს გულებში დარჩებიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მშობლებს მხარდაჭერისა და თავდადებისთვის“,- აღნიშნეს სკოლის კურსდამთავრებულებმა.

ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„ჩვენი სკოლისთვის ეს ორმაგად სასიხარულო დღეა, რადგან კურსდამთავრებულებთან ერთად სიხარულით ვხვდებით პირველკლასელებსაც, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს ცოდნისა და მეგობრობის სამყაროში. ვუსურვებთ თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებას, მიზნების შესრულებასა და ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მეთორმეტე კლასის დამრიგებელი ნინელი ანანიაშვილი, რომელმაც აღზრდილებს გზა დაულოცა და მოსწავლეებს შეახსენა, რომ ყოველთვის მათ დიდ გულშემატკივრად და მხარდამჭერად დარჩება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება