სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და კეთილი სურვილები - ბოხვაურის საჯარო სკოლის ემოციური „ბოლო ზარი“
22-05-2026
-
+


20 მაისი, დღე, როდესაც სკოლები კურსდამთავრებულებს ემშვიდობებიან, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოგონებად რჩება. ჩვენ კი გეტყვით, რომ ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორისთვის - მაიკო არობელიძემ, როგორც სკოლის ლიდერმა, პირველი მეთორმეტე კლასი გააცილა დამოუკიდებელ ცხოვრებაში.

როგორც თავად გვიამბობს, ბოხვაურის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, რაც ნიშნავს, რომ აქ არ არსებობენ „უბრალოდ მოსწავლეები“ - მათთვის თითოეული ბავშვი შვილივითაა. ამ მცირე, მაგრამ საოცრად დიდგულიან კედლებში წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა დღეს სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა. საზეიმო გაცილებისას, დირექტორმა კურსდამთავრებულებს გულწრფელი, მოტივაციითა და სითბოთი სავსე სიტყვებით მიმართა, სადაც თითოეული წამი განვლილი გზის შეჯამებასა და იმ უხილავ, მაგრამ მტკიცე ძაფებს, რაც მცირეკონტინგენტიან სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ყალიბდება

მშობლიურმა სკოლამ თავისი პირმშოები უდიდესი იმედითა და სიამაყით დალოცა. დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა ახალგაზრდებს უსურვეს ურყევი ნება, წინსვლა, ბედნიერება და ისეთი წარმატებები, რომლებიც ბოხვაურს კიდევ ბევრჯერ ასახელებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება