სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება

„ჩვენი მიზანია, ბავშვები დიდი სიყვარულით გავაცილოთ სკოლიდან“... - დირექტორები ბოლო ზარის მოლოდინში
18-05-2026
-
+


სასკოლო ცხოვრების „საფინალო აკორდი“ ყოველთვის განსაკუთრებული და ემოციურია - ბოლო ზარის მოახლოება სკოლის ხელმძღვანელობისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ამაღელვებელია. ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება... თუმცა, იმავდროულად, „ბოლო ზარის“ ტრადიცია ადმინისტრაციისა და სრულად სასკოლო საზოგადოებისგან გაასმაგებულ ყურადღებას, ორგანიზებულობასა და საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. რატომ? - ნამდვილი საგანმანათლებლო ლიდერობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე იყოს არა მხოლოდ დასამახსოვრებელი, არამედ აბსოლუტურად უსაფრთხო. მრავალწლიანი გამოცდილება და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა კი სწორედ უსაფრთხო სასკოლო გარემოს საფუძველს ქმნის. 

etaloni.ge-სთან მიმდინარე სასწავლო წლის შედეგებს, წინასადღესასწაულო სამზადისსა და კურსდამთავრებულთა წარმატებებზე სკოლის ხელმძღვანელები აჯამებენ:

თათევოს პალიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს ჩვენთან სასკოლო ცხოვრებას 18 გამორჩეული მოსწავლე ამთავრებს და უკვე ტრადიციულად, უდიდესი სიყვარულით ვემზადებით ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებისთვის, რათა ძვირფას კურსდამთავრებულებს ღირსეულად დავულოცოთ დამოუკიდებელი ცხოვრების გზა.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, ეს დღე იყოს დაუვიწყარი და რაც მთავარია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებით უზრუნველყოფილი... როგორც სკოლის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველი დეტალი კონტროლის ქვეშ გვაქვს. ბოლო ზარის ემოციური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სკოლის დამთავრების აღნიშვნას რესტორანში გეგმავენ და მათ გვერდით აუცილებლად იქნებიან დამრიგებელი, მშობლები... რაც სადღესასწაულო გარემოს უფრო უსაფრთხოს, მყუდროსა და ორგანიზებულს გახდის.

ჩემი, როგორც დირექტორის, მთავარი სიამაყე ის არის, რომ სკოლის ხელმძღვანელობასა და ამ 18 ახალგაზრდას შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში შენდებოდა და დღეს ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. ჩვენს მოსწავლეებს აქვთ მაღალი თვითშეგნება, ისინი ყოველთვის გვისმენენ, ითვალისწინებენ ჩემს თხოვნას, აზრსა და რეკომენდაციებს. სწორედ ამ მჭიდრო, მეგობრული კავშირისა და ნდობის დამსახურებით, დარწმუნებული ვარ - სადღესასწაულო დღეები აბსოლუტურად მშვიდ, პოზიტიურ, მოწესრიგებულ და დაუვიწყარ გარემოში ჩაივლის. გზა მშვიდობისა ჩვენს კურსდამთავრებულებს!“

ნათელა ნერსესიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ცხოვრების ახალ ეტაპზე 6 საამაყო კურსდამთავრებულს გავაცილებთ და უდიდესი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ექვსივე მათგანი უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს რაც ჩვენი სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი შრომის აღიარებაა.

ამჟამად აქტიურად ვემზადებით ბოლო ზარის ღონისძიებისთვის. ჩვენს მოსწავლეებს კარგად აქვთ გათავისებული, რომ ეს უმნიშვნელოვანესი დღე აბსოლუტურად მშვიდ და პოზიტიურ გარემოში უნდა ჩავატაროთ - ჩვენ ისინი კანონის პატივისმცემელ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად აღვზარდეთ.

როგორც სკოლის ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის და  ეს თავდაჯერებულობა ემყარება იმ ურთიერთობას, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვებთან ჩამოგვიყალიბდა - ამ ახალგაზრდებმა ზუსტად იციან, რომ ცუდს არასდროს ვურჩევ, ვენდობით ერთმანეთს და ჩემს თითოეულ რჩევას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან“.

გიას ბადალოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს სასკოლო ცხოვრებას 10 არაჩვეულებრივი კურსდამთავრებული ასრულებს და მათი უმრავლესობა უმ,აღლესი განათლების მიღებას გეგმავს... იცით, მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები ყურადღებით გვისმენენ, პატივს სცემენ ჩვენს აზრს და ეს მჭიდრო კავშირი დადებითად აისახება როგორც მათ აკადემიურ მიღწევებზე, ისე მათ სამაგალითო ადამიანურ თვისებებზე.

ვემზადებით ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებისთვის და როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, ჩემთვის მოსწავლეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, წინასადღესასწაულო სამზადისისა და საღამოს თითოეულ დეტალს ვუკვირდებით და ჩვენი სკოლის ისტორიაში არასდროს გვქონია რაიმე ექსცესი - მჯერა ამ ტრადიციას ღირსეულად ვაგრძელებთ.

ჩვენი მიზანია, ამ ახალგაზრდებს მოვუწყოთ ნამდვილი დღესასწაული და დიდი სიყვარულით საზეიმოდ გავაცილოთ სკოლიდან“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება