| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „თოლიამ“ საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა მიუძღვნა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ უძვირფასეს რესურსს - წყალს.
ღონისძიება ინტერაქტიული ექსპერიმენტით - „წყლის ფარული დეგუსტაციით“ დაიწყო. მოსწავლეებმა დააგემოვნეს მაღაზიაში ნაყიდი და ჩვეულებრივი ონკანის წყალი ისე, რომ მათი წარმომავლობა არ იცოდნენ. შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: ბევრმა მათგანმა გემოვნური თვისებების მიხედვით ვერც კი გაარჩია „ლამაზ შეფუთვაში“ მოთავსებული წყალი ონკანის წყლისგან.
ამით ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ხშირად ადამიანები იხდიან არა წყლის ხარისხში, არამედ პლასტმასის შეფუთვაში, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.
ექსპერიმენტის შემდეგ კლუბის წევრებმა წარმოადგინეს კრეატიული პლაკატი, სადაც წყლის სამი მდგომარეობა - მყარი, თხევადი და აირადი - აღწერილი იყო არა მხოლოდ ფიზიკური კუთხით, არამედ მათი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიხედვითაც. განხილული იქნა სანიტარიისა და ჰიგიენის „ოქროს წესები“ და გამახვილდა ყურადღება წყლის ფილტრაციის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
აქტივობის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა ეკოკლუბის წევრების მიერ ხელით დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თანატოლებს მოუწოდებს წყლის რაციონალური მოხმარებისა და პლასტმასის გამოყენების შემცირებისკენ.
ეკოკლუბი „თოლია“ კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ ყოველი დაზოგილი წვეთი მდგრადი მომავლის გარანტიაა. კლუბი აგრძელებს ზრუნვას გარემოზე, რადგან სჯერა, რომ ცვლილებები სწორედ სკოლიდან იწყება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას