| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“,- აღნიშნავენ ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხსმგებლობით გამოირჩევიან.
ახალგაზრდა გარემოსდამცველები ახლახან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში გამართულ კონკურსს - „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ შეუერთდნენ.
კონკურსი მიზნად ისახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მოსწავლეთა ხედვის წარმოჩენას. გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.
ჩაქვის N2 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ პროექტში აქტიურად მონაწილეობნენ მე-10 კლასელი ანა დუმბაძე, ხოლო მე-9 კლასიდან - ანასტასია დავითაძე, გიორგი ჭაღალიძე, ანანო ქათამაძე და ლიზა დუმბაძე. ფინალში გამარჯვებული გახდა მე-9 კლასის მოსწავლე ანანო ქათამაძე, რომელმაც წარმოადგინა ესე - „დაცული ტერიტორიების როლი მდგრადი კლიმატის შენარჩუნებისათვის“.
ანანო ქათამაძე დაჯილდოვდა სერტიფიკატით - საუკეთესო ესეს წარმოდგენისა და პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა კონსულტირებისა და სკოლასთან თანამშრომლობისათვის - ანანო ქათამაძეს და ყველა მონაწილე მოსწავლეს კვლავაც ბევრ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა