| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის ორგანიზებით, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თეატრალიზებული წარმოდგენა - „სტუმარ-მასპინძელი“ - გაიმართა.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ X-XII კლასის მოსწავლეები, რომელთაც სცენაზე გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას სამყაროს ის მარადიული სული, სადაც სტუმარ-მასპინძლობა არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ზნეობისა და მეგობრობის უდიდესი გამოხატულებაა.
ღონისძიებაზე, სკოლის მგალობელთა გუნდმა, ხელმძღვანელ თინათინ ლაგვილავასთან ერთად, შეასრულა მუსიკალური ნომრები.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ პედაგოგი ასმათ გვაჯაია, რომელიც მადლობას უხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, ჩემი პატარა მსახიობი მოსწავლეების მიღებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა