სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთაგონება მათემატიკით - უშაფათის საჯარო სკოლის პროექტმა იდეების ფორუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა
30-04-2026
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის, უშაფათის საჯარო სკოლა აგრძელებს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რისი დასტურიცაა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართული იდეების ფორუმი - „გაკვეთილი, რომელიც შთაგვაგონებს“.

ფორუმზე უშაფათის სკოლა მათემატიკის მასწავლებელმა ილონა მარღიამ და მოსწავლემ - გიგი კორშიამ წარადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტი - „ჩვენი სკოლის მაკეტი“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რატომ? ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს - პრაქტიკული გამოყენება.

მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს:

მათემატიკური თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში;

სივრცითი აზროვნებისა და ტრანსფერის უნარების განვითარება;

გუნდური მუშაობისა და მათემატიკის რეალურ ცხოვრებასთან კავშირის მკაფიოდ დანახვა.

ამ ინიციატივამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია. პროექტი „ჩვენი სკოლის მაკეტი“ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება რთული მეცნიერება, როგორიც მათემატიკაა, მოსწავლისთვის საინტერესო, შთამაგონებელ და გამოყენებად საქმიანობად იქცეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება