სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალმით ნაქარგი სიყვარული - მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საჩუქარი „დედაენას“
30-04-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, მახაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის „დედაენის დღე“ განსაკუთრებული ემოციებით და ფერებით დაიტვირთა. სკოლის წარმომადგენლებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში აღნიშნეს.

„ამ დაუვიწყარი დღისათვის მახაშის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის გუნდს. განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ქალბატონ ბელა საღინაძის მიმართ, რომლის დაუღალავი ენერგია და საინტერესო იდეები ყოველთვის შთამაგონებელია. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ღონისძიებების ორგანიზატორს, ლიკა ვაწაძეს, გულისხმიერებისა და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ჩართულობისა და მასპინძლობის პროცესში გამოიჩინა. მადლობა ბიბლიოთეკის თითოეულ წევრს იმ სითბოსა და სიყვარულისათვის, რითაც ჩვენს ბავშვებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ქართული ხელნაწერის სიდიადეში. როგორც პოეტი ამბობს:

„ო, ჩვენს ქართულ ხელნაწერებს
რა სჯობია, აბა, მითხარ?
წაკითხვაც რომ არ გინდოდეს
დაგაწაფებს წასაკითხად!“, - ასე ეხმაურება მახაშის საჯარო სკოლა შთამბეჭდავ და მრავალფეროვან აქტივობას, რომლითაც სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ დედაენის დღეს მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა: ანასტასია არდანიანმა და გიორგი სილაგაძემ საკუთარი ხელნაწერები მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაწერების წიგნი, სადაც კალიგრაფიული ნამუშევრები გააერთიანეს. მათმა ქმედებებმა ცხადყო, რომ ახალ თაობას კარგად აქვს გაცნობიერებული უმთავრესი მოვალეობა - ქართული ენის სიწმინდისა და საუკუნოვანი კულტურის დაცვა.

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და ვუსურვებთ მათ წარმატებებს ამ კეთილშობილურ გზაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში, ჩვენი კი დავძენთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის, მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან - ქართული ენის სიწმინდის დაცვა მათი ვალია!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება