| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის Iბ კლასში (დამრიგებელი ანჟელა კვინიკაძე) განხორციელდა შემოქმედებითი სასწავლო პროექტი - „სიტყვიდან წიგნამდე“, რომელიც კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ არაერთ აქტივობაში, მიწვეულმა სტუმრებმა კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ნორჩ მკითხველებზე, მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს პატარა მოთხრობა, იმუშავეს ილუსტრაციებზე და ერთობლივად შექმნეს საბავშვო წიგნი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვის სიყვარულის გაღვივებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მეგობრობის თემის გააზრებას.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რაც პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდიდა. დასკვნით ეტაპზე გაიმართა პრეზენტაცია.
„აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწავლის პროცესში შემოქმედებითი მიდგომა მოსწავლეთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას