სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როცა ნახატები ამბებად იქცევა - პირველკლასელთა შემოქმედებითი თავგადასავალი ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში
28-04-2026
-
+


სკოლის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, რომლებიც განსაკუთრებულად გვითბობს გულს - ეს პირველკლასელთა მიერ გადადგმული პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯებია წერა-კითხვის ჯადოსნურ სამყაროში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ყველაზე პატარა აღსაზრდელებმა დედაენის კვირეული შემოქმედებითი დავალებით აღნიშნეს.

დავალების პირობა ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო: ნახატების მიხედვით უნდა მოეთხროთ ამბავი, გაეცოცხლებინათ ბავშვური ფანტაზია, ქართული ასო-ბგერები ნელ-ნელა სიტყვებად, სიტყვები კი პატარა ამბად ექციათ...

ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი კი მასწავლებლის შეფასება აღმოჩნდა. მოსწავლეების რვეულებში სიამაყით აციმციმებული წითელი მინაწერი - „ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!“ - არ იყო მხოლოდ შეფასება. ეს იყო დიდი გამარჯვების აღიარება, იმ შრომისა და მონდომების დაგვირგვინება, რომელიც პატარებმა და მათმა პედაგოგმა მთელი წლის განმავლობაში გასწიეს.

გულმოდგინე ხელით დაწერილი ეს პატარა ამბები კი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში იზრდება თაობა, რომლისთვისაც წიგნიერება და შემოქმედებითი თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება