| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედაენის კვირეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული მუხტით აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ერთგვარი ხიდია ქართულ კლასიკურ მწერლობასა და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ პროგრესს შორის. იაკობ გოგებაშვილის უკვდავი პერსონაჟები, რომლებზეც თაობები გაიზარდნენ, მოსწავლეების შემოქმედებითი ხედვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაცოცხლდნენ.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო ფილოსოფია მუდმივ ინოვაციებს ეფუძნება. ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებით, პატარებმა არა მხოლოდ გაიაზრეს „დედაენის“ მოთხრობები, არამედ თავადვე გარდაისახნენ საყვარელი გმირების პროტოტიპებად. ეს პროცესი გასცდა უბრალო გაკვეთილის ფარგლებში და იქცა ნამდვილ აღმოჩენად, სადაც ბავშვებმა საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ შეუძლია ციფრულ ინსტრუმენტებს ეროვნული საგანძურის ახლებური გააზრება.
აღნიშNული აქტივობა გახლავთ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, პირიქით, კლასიკური ლიტერატურისა და AI-ტექნოლოგიების შერწყმა სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
იხილეთ ფოტოები, სადაც პატარა მოსწავლეები წარსულს მომავლის ენით გვიყვებიან.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა