სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როცა ქიმია ცოცხლდება - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგის მასტერკლასი მეექვსეკლასელებისთვის
24-04-2026
-
+


დღეს გიამბობთ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო თავგადასავალს ლაბორატორიაში, სადაც თეორია პრაქტიკად იქცა და ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს მეცნიერების „ჯადოსნობა“. 

ხომ დაგვეთანხმებით: სწავლის პროცესი ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც წიგნში წაკითხული რეალურ ექსპერიმენტად იქცევა. სწორედ ასეთი დაუვიწყარი, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის VI „ა“ (დამრიგებელი - სოფიო გველესიანი) და VI „ბ“ (დამრიგებელი - მაია ნიკოლაძე) კლასების მოსწავლეებმა. ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, პატარა მკვლევრები სკოლის ლაბორატორიას ეწვივნენ, სადაც მათ თვალწინ ნამდვილი სამეცნიერო სამყარო გადაიშალა.

მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელმა, ქალბატონმა მარინა გოროზიამ უმასპინძლა. მისი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, გაკვეთილი გადაიქცა საინტერესო და შემეცნებით მოგზაურობად. ქალბატონმა მარინამ ბავშვებს საშუალება მისცა, უშუალოდ დაკვირვებოდნენ იმ ქიმიურ პროცესებს, რომლებსაც მანამდე მხოლოდ სახელმძღვანელოებში ეცნობოდნენ. პედაგოგის ოსტატობამ, რთული საკითხები მარტივ და გასაგებ ენაზე აეხსნა, გაკვეთილი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

ლაბორატორიაში მოსწავლეები აკვირდებოდნენ ნივთიერებათა თვისებების ცვლილებებს, წყლის აორთქლების პროცესს, დუღილისა და ლღობის ტემპერატურებს. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ნალექების წარმოქმნისა და სხვადასხვა ნივთიერების ურთიერთქმედების დემონსტრირებამ. ეს ექსპერიმენტები მოსწავლეებისთვის იყო არა მხოლოდ სანახაობა, არამედ რეალური მტკიცებულება იმისა, თუ როგორ „მუშაობს“ ბუნების კანონები.

პრაქტიკულმა სამუშაომ ბავშვებს დაანახა ქიმიის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში - მსგავსი ტიპის ინტერდისციპლინური და პრაქტიკული გაკვეთილები უმნიშვნელოვანესია თანამედროვე განათლებაში. ისინი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ და ეხმარება მათ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. აღნიშნული აქტივობა გახლავთ დასტური, რომ ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ორიენტირებულია ხარისხიან განათლებაზე.

„სკოლის ადმინისტრაცია, დამრიგებლები და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან ქალბატონ მარინა გოროზიას ასეთი თბილი მასპინძლობისთვის, შემეცნებითი გაკვეთილისთვის და იმ ინსპირაციისთვის, რომელიც მან ბავშვებს აჩუქა. სწორედ ასეთი პედაგოგების დამსახურებით, მომავალი თაობებისთვის მეცნიერების სამყარო საინტერესო ხდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება