| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვემო მახოს საჯარო სკოლაში 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი და შთამაგონებელი აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დაწერეს თემა -„ჩემი საყვარელი წიგნი“, სადაც უპასუხეს კითხვებს: რატომ მოსწონთ ეს წიგნი და რატომ არის მათთვის განსაკუთრებული. ასევე, გააფერადეს და გააცოცხლეს მათი საყვარელი წიგნების მთავარი პერსონაჟები და სიუჟეტები.
ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო აქტივობა იყო „გააგრძელე ამბავი“ - მოსწავლეებს მიეცათ საწყისი წინადადება, რომლის გაგრძელებით შექმნეს პატარა, ორიგინალური მოთხრობები. აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მათი შემოქმედებითი აზროვნების, ფანტაზიისა და კრეატიული უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა კლასში წარადგინეს თავიანთი საყვარელი წიგნები, გაუზიარეს შთაბეჭდილებები თანაკლასელებს და ურჩიეს, რატომ ღირს ამ წიგნების წაკითხვა.
გარდა ამისა, შექმნეს თემატური პრეზენტაციები და წარადგინეს კლასის წინაშე. დღის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იყო აქტივობა - „აჩუქე წიგნი მეგობარს“ მოსწავლეებმა ერთმანეთს გადასცეს საყვარელი წიგნები სამახსოვრო წარწერებით და გაუზიარეს, რატომ უნდა წაიკითხონ სწორედ ეს წიგნი.
დღის ყველაზე თბილ და ემოციურ ნაწილად იქცა აქტივობა „აჩუქე წიგნი მეგობარს“, სადაც ბავშვებმა ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებით წიგნები გადასცეს - როგორც ცოდნის, მეგობრობისა და სიყვარულის სიმბოლო.
ღონისძიების დასასრულს გადაღებული სამახსოვრო ფოტოები კი ამ ლამაზ დღეს კიდევ დიდხანს შეინახავს ბავშვების მეხსიერებაში - როგორც დღე, როცა წიგნები ნამდვილად გაცოცხლდნენ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას