| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელობით, ქართული ენის დღე აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ქართული ენისადმი სიყვარულის გაღრმავებას, მისი მნიშვნელობის გააზრებას და არაქართულენოვან გარემოში მისი სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა წარადგინეს: შესრულდა ქართული სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გაიმართა ქართული ცეკვები, რამაც განსაკუთრებული ემოციური განწყობა შექმნა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კალიგრაფიის კონკურსს, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათი ნამუშევრები შემდგომ შეიკრიბა და წიგნად აიკინძა, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არა მხოლოდ მათი შრომის დაფასების, არამედ სამომავლოდ შენახვისა და გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საუბარს სახელმწიფო ენის როლსა და მნიშვნელობაზე. რადგან სკოლაში სწავლობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე როგორც განათლების, ისე ყოველდღიური კომუნიკაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას