სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში ეკოკლუბელებმა „მწვანე დღესასწაული“ მოაწყვეს
23-04-2026
-
+


დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ეკოკლუბეკოლიდერების“ (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ლამზირა ონიანი) წევრებმა ნამდვილი „მწვანე დღესასწაული“ მოაწყვეს.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი ენერგია და გარემოსდაცვითი ცოდნა ერთმანეთს შეუხამეს, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ყველასთვის, რომ პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

სკოლის დერეფანი მრავალფეროვანმა პოსტერებმა და ნახატებმა დაამშვენა. მოსწავლეებმა ხელოვნების ენით გადმოსცეს დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. პრეზენტაციების მეშვეობით კი მათ თანატოლებს გაუზიარეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებისა და ეკოსისტემების დაცვის აუცილებლობაზე.

პრეზენტატორებმა თანატოლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს შემეცნებითი ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული დედამიწის პრობლემები. ფილმის ჩვენების შემდეგ ჩართეს უმცროსკლასელები, გაიმართა დისკუსია.

ეკოკლუბელებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ერთგვარად შეაჯამეს კიდეც მათი საქმიანობა გარემოსდაცვის მიმართულებით და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვისაკენ.

სახალისო აქტივობებში (ასფალტზე ხატვა; „წერილი დედამიწას“; „აჩუქე დედამიწას ერთი ნახატი!“ ) ჩართეს სკოლის მოსწავლეები. დაასუფთავეს სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია.

დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისათვის ბიოლოგიის მასწავლებელმა ნატო ხეცურიანმა, გერმანული ენის მასწავლებელმა თამილა ხეცურიანმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა თეონა ფრუიძემ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დაამზადებინეს საინტერესო თემატური პოსტერები, რამაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა  მადლობა გადაუხადა ეკოკლუბელებს აქტიურობისათვის, ასევე ღონისძიებაში ჩართულ მასწავლებლებს, კლუბის ლიდერი და პრეზენტატორი მოსწავლეები კი სიგელით დააჯილდოვა.

„განსაკუთრებული მადლობა ეკოკლუბის ხელმძღვანელ მასწავლებელ ქალბატონ ლამზირა ონიანს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და მოსწავლეებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, ასევე გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება