სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული სიტყვის ზეიმად ქცეული დედაენის კვირეული რუსთავის N3 საჯარო სკოლაში
21-04-2026
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, გაიმართა დედაენის კვირეული, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ენის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრეს საყრდენს.

კვირეულის ფარგლებში მთელი სკოლის მასშტაბით ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები - როგორც ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, ასევე თემატური ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ კვირეულის პროგრამა კიდევ უფრო გამდიდრდა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსებით, რომლებმაც მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იყო დაწყებითი საფეხურის, კერძოდ, პირველი კლასების მიერ სკოლის დერეფანში წარმოდგენილი პერფორმანსი. პატარებმა დიდი ემოციითა და გულწრფელობით წარმოაჩინეს ქართული ენის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. მათი წარმოდგენა იყო სიმბოლური შეხსენება იმისა, რომ ენა ცოცხალია მაშინ, როცა ის თაობიდან თაობას სიყვარულით გადაეცემა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის - ხათუნა დვალაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა მე-10 ა კლასი, ხოლო პედაგოგებად წარდგენილნი იყვნენ -  ხათუნა დვალაშვილი და ნაზილა ხალილოვა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დასკვნითი ღონისძიება ერთგვარად იქცა ქართული სიტყვის ზეიმად.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქართული ენა - ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი სული და ისტორიის ცოცხალი ხმაა. ქართული სიტყვა უძლებს საუკუნეებს, ინარჩუნებს თავის ძალას და მნიშვნელობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

„სიტყვას არ აქვს საზღვარი... ის გადადის ქვეყნებს შორის, პოულობს გზას გულიდან გულამდე“ - სწორედ ამ იდეის ირგვლივ აშენდა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი დიდი პოეტის - ტიციან ტაბიძისა და სერგეი ესენინის შემოქმედებით დიალოგს. მათი ურთიერთობა წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ როგორც მეგობრობა, არამედ როგორც პოეზიის ენით წარმართული სულიერი კავშირი, რომელიც სცდება დროისა და სივრცის საზღვრებს.

კვირეულის ყველა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის მიღების სივრცეა, არამედ ის ადგილია, სადაც ყალიბდება ეროვნული თვითშეგნება, ენის სიყვარული და კულტურული ღირებულებების პატივისცემა.

„დედაენის კვირეული სსიპ ქალაქ რუსთავის N3 საჯარო სკოლაში იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო პროცესი გადაიქცეს შთამაგონებელ კულტურულ მოვლენად, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ღირებულებებსაც გადასცემს“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება