| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.
IVა კლასმა, დამრიგებლის - მარინე გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, გამართა საინტერესო ღონისძიება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დედაენის დღე კიდევ ერთხელ იქცა იმ განსაკუთრებულ დღედ, როცა სიტყვებს მხოლოდ მნიშვნელობა კი არა - გრძნობაც აქვს .
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები რესურსცენტრიდან, ქალაქის მერიიდან, სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.
მოსწავლეებმა საკუთარი ძალებითა და ნიჭით შექმნეს ის ემოცია, რომელმაც დარბაზი გააერთიანა. ჟღერდა: ლექსები, სიმღერები და ცეკვები. თითოეულ შესრულებაში იგრძნობოდა მათი გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა მშობლიური დედა-ენისადმი.
„ეს დღე კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა,რომ დედაენა ჩვენი სული და ხორცია, აუწონელი და შეუფასებელ გვირგვინად ქცეული სიმდიდრეა, რომელიც თაობებს უნდა გადავცეთ“,- დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას