სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზეებისა და იების ენა“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა 
16-04-2026
-
+


დედაენის კვირეულის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, რომელმაც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და სასკოლო სივრცეში განსაკუთრებული მხატვრული ატმოსფერო შექმნა.

ღონისძიება ნამდვილ შემოქმედებით ფოიერვერკად იქცა, სადაც პატარა კალიგრაფებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით გააცოცხლეს ქართული ანბანის უნიკალური მოხაზულობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები და გამოიყენეს სხვადასხვა ტექნიკა, რამაც მათ ნამუშევრებს განსაკუთრებული მხატვრული იერი შესძინა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ძველებური სტილის „დამწვარი“ ქაღალდის გამოყენებამ, რომელმაც კალიგრაფიულ ნამუშევრებს კიდევ უფრო გამორჩეული და ორიგინალური სახე მისცა.

დედაენის კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენისა და ანბანის მნიშვნელობას. მონაწილეთა თქმით, ქართული ენა არის „მზეებისა და იების ენა“, რომელიც თაობებს აერთიანებს და ეროვნულ იდენტობას აძლიერებს.

სკოლა ამაყობს თითოეული მონაწილით და მომავალშიც გეგმავს მსგავსი შემოქმედებითი აქტივობების გაგრძელებას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება