| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაზაფხულის ეს მზიანი დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტის, პირველი ობჩის საჯარო სკოლის კედლებში განსაკუთრებული პატრიოტული მუხტით დაიწყო. 14 აპრილი, რომელიც ქართული ენის გადარჩენისა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.
მოსწავლეებმა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით, გააჟღერეს ქართული ენის სიდიადე. წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ისტორიული ეპიზოდები და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახეს ის გზა, რომელიც ქართულმა ენამ დღემდე გამოიარა - ბრძოლა სტატუსისთვის, თავდადება და ერთსულოვნება.
ასევე ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა - სასკოლო გუნდები ერთმანეთს ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ, ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული გუნდი საზეიმოდ დაჯილდოვდა სიგელებით, თუმცა, როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, ამ დღეს დამარცხებული არავინ ყოფილა. მთავარი გამარჯვება კი ის ცოდნა და ემოციაა, რომელიც თითოეულმა მოსწავლემ შინ გაიყოლა.
„გვახსოვდეს, რომ ქართული ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მოვალეობაა. ნუ დავამახინჯებთ მას, ნუ დავკარგავთ მრავალფეროვნებას. გაუფრთხილდით ქართულ ენას - ჩვენს ყველაზე დიდ საგანძურს!“ - ეს გახლავთ პირველი ობჩის საჯარო სკოლის წარმომადგენელთა გზანილი საქართველოს მოსახლეობისთვის.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა