სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ენა დედაა ყოვლისა - შემოქმედებითი დღე-სასწაული ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში
16-04-2026
-
+


არსებობს დღეები, რომლებიც ეროვნულ იდენტობას განსაკუთრებული ემოციურობით გვახსენებს. 14 აპრილი სწორედ ასეთი თარიღია - დღე, როდესაც ქართულმა სულმა საკუთარი ენის დასაცავად შეუძლებელი შეძლო. ამ დიდებულ ისტორიულ მემკვიდრეობას, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ემოციური და მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.

I-VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად იქცა - პატარების მიერ წარმოთქმული თითოეული ლექსი და გაჟღერებული სიმღერა იყო ერთგვარი ფიცი და სიყვარულის ახსნა იმ ენის მიმართ, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე „სულსა და გულს“ ეძახდნენ.

ღონისძიების ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა: ელისო ქუხილავამ და ლორიტა ჭაავამ, შეძლეს შეექმნათ გარემო, სადაც ბავშვებმა არა მხოლოდ გაიაზრეს ქართული სიტყვის ფასი, არამედ მთელი არსებით შეიგრძნეს იგი.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კალიგრაფიის კონკურსმა, რომელიც ქართული დამწერლობის ვიზუალურ სილამაზეს მიეძღვნა. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების, ნინი ქუხილავასა და ანასტასია არქანიას ნაშრომებმა დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. მათ მიერ გამოყვანილი თითოეული გრაფემა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ქართული ანბანი ნამდვილი ხელოვნებაა, რომლის მოფრთხილებაც მომავალი თაობების ვალია.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო დღესასწაული მხოლოდ შემოქმედებითი ნომრებით არ შემოფარგლულა. ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა - „ქართული ენა“, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა და ერუდიცია გამოავლინეს. მონაწილეებს კი, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი კითხვებს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები. სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ელისო ქუხილავასა და ლორიტა ჭაავას გაწეული შრომისა და ამაგისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება