სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მზის სისტემიდან წყლის სამყარომდე - დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი კომპლექსური დავალებები წარმოადგინეს ნინოწმინდის
16-04-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი არაქალის საჯარო სკოლა გამორჩეული საგანმანათლებლო კერაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. აქ სწავლა არამხოლოდ ვალდებულება, არამედ დიდი თავგადასავალია, სადაც თითოეული მასწავლებელი და მოსწავლე ერთიანი ენერგიით ქმნის წარმატებულ მომავალს.

აღსანიშნავია, რომ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კომპლექსური დავალებების მიმართულებით, აღნიშნული პროცესი კი საგანში „ქართული, როგორც მეორე ენა“, პროფესიონალი მასწავლებლის, არუსიაკ აბდულიანის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

წარმატებული სასწავლო პრაქტიკის მაგალითი გახლავთ მე-6 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით შესრულებული კომპლექსური დავალება „მზის სისტემა“, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მოგზაურობა კოსმოსში:  მოსწავლეებმა დეტალურად შეისწავლეს პლანეტები, აღწერეს მათი მახასიათებლები და გამოიყენეს შესაბამისი ლექსიკა;

ხოლო წყალქვეშა სამყაროს აღმოჩენას მიუძღვნეს დავალება მე-3 კლასის მოსწავლეებმა - შეისწავლეს „წყლის ბინადრები“ და დაეუფლნენ ქართულ ენაზე მარტივი წინადადებების ფორმირების ხელოვნებას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები საოცარი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი პროცესში: ამზადებდნენ ნამუშევრებს, მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ აქტივობებში და ერთმანეთს უზიარებდნენ მიღებულ ცოდნას.

ამგვარმა მიდგომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი არაქალის საჯარო სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა ენობრივი, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურ განვითარებაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება