სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფენომენი სახელად „დედაენა“: ქართული ენის ღირსეული მცველები საყდრიონის საჯარო სკოლიდან
16-04-2026
-
+


ქართული ენა მსოფლიოს იმ იშვიათ ენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც საკუთარი, უნიკალური დამწერლობა გააჩნიათ და ის კაცობრიობის საგანძურადაა აღიარებული. ამ საგანძურის გასაღები კი ერთ პატარა, გენიალურ წიგნში, იაკობ გოგებაშვილის „დედაენაშია“ სათუთად შენახული. სწორედ ამ დიდებულ მემკვიდრეობას მიეძღვნა საყდრიონის საჯარო სკოლის ემოციური ღონისძიება.

საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს „დედაენა“, წარმოადგინეს ქართული პოეზიის მარგალიტები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.

საყდრიონის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ენა ერის იდენტობის მთავარი ციხესიმაგრეა. იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ბევრ ენას არ აქვს ასეთი „მოხერხებული“ საწყისი სიტყვა. ჩვენ კი გვაქვს პრივილეგია, სამყაროს შეცნობა ყვავილის სახელით და სინათლით სავსე წინადადებით დავიწყოთ.

ეს ღონისძიება არ იყო მხოლოდ სკოლის კედლებში მოქცეული აქტივობა; ეს იყო პირობა, რომ საყდრიონის საჯარო სკოლის თითოეული მოსწავლე იქნება ქართული სიტყვის მცველი და გამგრძელებელი.

„ბევრმა არ იცის, რომ იაკობ გოგებაშვილის მეთოდი თავის დროზე ნამდვილი საგანმანათლებლო რევოლუცია იყო - ბავშვი პირველივე გაკვეთილზე ხდება შემოქმედი.

„აი ია“ - ეს არ არის უბრალოდ სიტყვების ერთობლიობა. ეს არის ფსიქოლოგიურად ზუსტად გათვლილი სტრუქტურა:

ფონეტიკური სიმარტივე: „ა“ და „ი“ ყველაზე ადვილად გამოსათქმელი ხმოვნებია.

ანალიზურ-სინთეზური მეთოდი: ბავშვი ერთდროულად ხედავს მთლიან სურათს (ია), ცნობს ნაწილებს (ასოებს) და კვლავ აერთიანებს მათ აზრად.

პირველივე გამარჯვება: სწავლის პირველივე წუთს ბავშვი კითხულობს არა ცალკეულ ნიშანს, არამედ სრულ წინადადებას, რაც მასში შემეცნების დაუოკებელ სურვილს ბადებს.

როგორც მწერალი იხსენებდა, ეს იდეა მას ბუნებამ და პატარა გოგონას უშუალო ძახილმა უკარნახა. ეს არის წიგნი, რომელიც არა კაბინეტში, არამედ ქართულ მინდორ-ველზე, ხალხის წიაღში დაიბადა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი დავძენთ: როდესაც საყდრიონის საჯარო სკოლაში ჩატარებულმა ღონისძიებამ 1978 წლის 14 აპრილის მუხტი გააცოცხლა - ეს ბავშვები სწორედ იმ თავისუფლებისა და გამარჯვების შვილები არიან. 14 აპრილი მხოლოდ ისტორია არ არის - ის ცოცხლობს ამ პატარების ყოველ ნათქვამ ლექსსა და ყოველ ქართულ ასო-ბგერაში, რომელსაც ისინი ასეთი სიფაქიზით ავლებენ ფურცელზე.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება