სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა 
14-04-2026
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო, ღრმა შინაარსით. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის ტრაგიკული მოვლენები, ისაუბრეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების გმირობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები და მადლობა გადაუხადეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ღონისძიება განსაკუთრებული ემოციური დატვირთვით გამოირჩეოდა. სიტყვა, რომელიც ამ დღეს გაჟღერდა, მხოლოდ მონათხრობი კი არ იყო, არამედ განცდა, ტკივილი და ამაყი მეხსიერება.

ლიტერატურა და პოეზია სწორედ ის სულიერი მემკვიდრეობაა, რომლის გარეშე ისტორიული წარსულის შესწავლა და შენარჩუნება გაუფასურდებოდა - ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას, არა მხოლოდ გავიგოთ, არამედ შევიგრძნოთ წარსული, შევეხოთ მას გულით და გადავცეთ მომავალ თაობებს.

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ხათუნა მელელაშვილის ინიციატივით ჩატარდა და მასში მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

„ეს არ ყოფილა უბრალოდ საგაკვეთილო აქტივობა - ეს იყო ცოცხალი გაკვეთილი, სადაც სიტყვამ ისტორია გააცოცხლა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

მასწავლებელმა ლექსებისა და მხატვრული ტექსტების მეშვეობით შექმნა სივრცე, სადაც წარსული და აწმყო ერთ მთლიანობად გადაიქცა. მან მოსწავლეებს დაანახა, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება კი არ არის, არამედ ის ხიდია, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს, ინახავს ტკივილს, ღირსებასა და თავისუფლების წყურვილს.

„აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის აღნიშვნა ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად ჩატარებული მსგავსი ღონისძიებები ემსახურება მომავალი თაობის სწორ ფასეულობებზე აღზრდას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას და ქვეყნის სიყვარულის გაღრმავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება