სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივი კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
14-04-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

IX-XII კლასების მოსწავლეები კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ლოკაციას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი დეტალურად გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებს - მეხილეობას, მებაღეობას, ბაღის დიზაინს, სატყეო საქმეს, ასევე კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების და სკოლამდელი აღზრდის პროგრამებს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში დახმარება, საკუთარი ინტერესებისა და უნარების უკეთ გააზრება, ასევე მომავალ კარიერასთან დაკავშირებული ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა.

ვიზიტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ ტყე-პარკში გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი დაათვალიერეს, რაც კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება აღმოჩნდა. 

„დიდი მადლობა კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ლოკაციის წარმომადგენლებს გულთბილი მასპინძლობისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება