სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა - გიგი ნიკოლაძემ და რეზი ხვადაგიანმა გოს ევროპის ჩემპიონატში საქართველო ღირსეულად წარადგინეს
06-04-2026
-
+


შპს N1 (გოქაძის) სკოლაში მოაზროვნე თაობა იზრდება. 

სკოლაში გიგი ნიკოლაძისა და რეზი (რევაზ) ხვადაგიანის წარმატებით ხარობენ. მე-9 კლასის მოსწავლეებმა ხორვატიაში, გოს 31-ე ევროპის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს სკოლა, ქალაქი და ქვეყანა. 

გიგი ნიკოლაძემ და რეზი (რევაზ) ხვადაგიანმა - პირველად, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა ევროპის გოს ჩემპიონატში და ქართული დროშა ღირსეულად წარადგინეს ევროპულ ასპარეზზე.

მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხოლოდ მონაწილეები არ ყოფილან - გიგი ნიკოლაძემ 6 თამაშიდან 4 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო რევაზ ხვადაგიანმა ასპარეზობა 3 გამარჯვებით დაასრულა. ეს შედეგები უკვე სერიოზული მიღწევაა და კიდევ უფრო მეტს გვპირდება მომავალში.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა მიღწევებით და აღნიშნავენ, გოს ფედერაციის ხელმძღვანელის როლს მოსწავლეთა წარმატებაში. 

„აღსანიშნავია, ქუთაისში გოს ფედერაციის ხელმძღვანელის, გოჩა დვალიშვილის დიდი წვლილი, რომლის მხარდაჭერითა და შრომით ახალგაზრდებს ეძლევათ მსგავსი შესაძლებლობები და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს. ყველაზე მთავარი კი ის გამოცდილებაა, რომელიც მათ მიიღეს - ეს გზა დიდი წარმატებების დასაწყისია.

ვულოცავთ გიგის და რეზის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება