| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გუშინ, 30 მარტს, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დარბაზი განსაკუთრებული სითბოთი და მუხტით აივსო.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გაზაფხულის შემობრძანებას, განვლილ ქალთა დღეებს, სიყვარულს და სიცოცხლის დღესასწაულს ულამაზესი ღონისძიება მიეძღვნა.
სცენაზე გაცოცხლებული პოეზია, მელოდიური ჰანგები და ქართული ცეკვის ჯადოსნობა - ეს იყო დღე, როცა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა ერთიანობითა და ნიჭიერებით დამსწრე საზოგადოებას ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს.
„ინტერაქციამ დარბაზთან კიდევ უფრო გაამძაფრა ის სიახლოვე, რაც ჩვენს სასკოლო საზოგადოებას ასე გამოარჩევს. განსაკუთრებული მადლობა იდეის ავტორებსა და შემოქმედებით გუნდს:
სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ხათუნა ბარამიძეს, პროექტის მესვეურობისთვის;
ქორეოგრაფ მელანო დარჩიას, დახვეწილი ილეთებისთვის;
ნანა ჭელიძეს, მუსიკალური გაფორმებისთვის, რომელმაც საღამოს სული შთაბერა.
მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, ასე ლამაზებს და ნიჭიერებს
იმ ემოციისთვის, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - სიყვარული და გაზაფხული მართლაც ერთია!
სიცოცხლე მშვენიერია, როცა მას ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვიფერადებენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას