სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

გაკვეთილების გვიან დაწყების ეფექტი - მეცნიერებმა გაარკვიეს რა გავლენას ახდენს მოქნილი განრიგი მოსწავლეთა მოსწრებასა და ჯანმრთელობაზე
28-03-2026
-
+


შვეიცარიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს. ამის შესახებ წერს Science Daily.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მოზარდები ვერ ახერხებენ გამოძინებას, რადგან მათი შინაგანი ბიოლოგიური საათი გარდატეხის ასაკში (პუბერტატის პერიოდში) იცვლება. ამის გამო, ბევრ უფროსკლასელს ადრე დაძინება უჭირს, ისინი ქრონიკულად გამოუძინებლები არიან და მუდმივ დაღლილობას განიცდიან. კვლევის თანაავტორის, ციურიხის უნივერსიტეტის სპეციალისტის - ოსკარ იენის თქმით, ქრონიკული უძილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ შეგრძნებებზე, არამედ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ განვითარებასა და სწავლის უნარზე.

ციურიხის ბავშვთა საუნივერსიტეტო საავადმყოფოსა და ციურიხის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შესაძლებელია თუ არა ამ ვითარების გაუმჯობესება ახალი სასწავლო განრიგის მეშვეობით.

მათ მონაცემებისთვის შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გოსაუს გიმნაზიას მიმართეს, სადაც სამი წლის წინ დაინერგა გაკვეთილების დაწყების მოქნილი მოდელი.

მოსწავლეთა 95%-მა ისარგებლა შესაძლებლობით, სწავლა უფრო გვიან დაეწყო, რის შედეგადაც მოზარდებს საშუალოდ 40 წუთით მეტი ეძინათ. მკვლევრების თქმით, ასეთ მოსწავლეები ნაკლებად უჩიოდნენ ჯანმრთელობის პრობლემებსა და ჩაძინების სირთულეებს, ასევე გაუუმჯობესდათ აკადემიური მოსწრება - განსაკუთრებით ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.

„ამგვარად, დილით გაკვეთილების უფრო გვიან დაწყებამ შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოსწავლეებში ფსიქიკური ჯანმრთელობის არსებული კრიზისის დაძლევაში“, - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი რეტო ჰუბერი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება