სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

2025 წლის სიტყვა ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით 
27-12-2025
-
+


ოქსფორდის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვა დაასახელა. ეს არის სიტყვათაწყობა rage bait, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გამაღიზიანებელი სატყუარა“ - პროვოკაციული ინტერნეტმასალა. ტერმინი აღწერს ონლაინ კონტენტს, რომელიც შეგნებულად არის შექმნილი აუდიტორიაში რისხვის, აღშფოთებისა და გაღიზიანების გამოსაწვევად. მიზანი კი მეტი ნახვის დაგროვება და აუდიტორიის მოზიდვაა. ამის შესახებ ინფორმაციას ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემა ავრცელებს. 

საზოგადოებრივ კვლევაში 30 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საბოლოო არჩევანი კი ექსპერტებმა დაგროვილი ხმების, საჯარო განხილვისა და ლექსიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიიღეს. 

საბოლოოდ, გაიმარჯვა სიტყვამ - rage bait, რომლის გამოყენების სიხშირე ბოლო 12 თვის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა.

სიტყვათაწყობა პირველად ონლაინ რეჟიმში 2002 წელს გამოიყენეს მძღოლის რეაქციის აღსაწერად სხვა მძღოლის მიერ ფარების ანთებაზე. შემდგომში ეს სიტყვა ჟარგონად იქცა, მისი გამოყენება ვირუსული „ტვიტების“ აღსაწერად დაიწყეს, რომლებიც ხშირად კრიტიკას ისახავდა მიზნად.

ოქსფორდის გუნდის მიერ წლის სიტყვად rage bait-ის დასახელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას: სანამ გავბრაზდებით უნდა დავფიქრდეთ -  ხომ არ ვართ „გამაღიზიანებელი სატყუარას“ მსხვერპლი?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება