სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავლის კომპიუტერი - მომავლის პროგრამებით“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ინოვაციურ საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროექტზე იმუშავეს 
03-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, III კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროექტში „მომავლის კომპიუტერი - მომავლის პროგრამებით“, რომელიც გაიმართა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კომპიუტერის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორიას, გაიცნეს კომპიუტერის ძირითადი ნაწილები და მათი დანიშნულება, ისწავლეს კომპიუტერის უსაფრთხოდ ჩართვა/გამორთვა და ბრაუზერის გამოყენება.

შემდეგ კი, საკუთარი ფანტაზიისა და ცოდნის საფუძველზე, ბავშვებმა წარმოიდგინეს, როგორი შეიძლება იყოს მომავლის კომპიუტერი, როცა მსოფლიოს ყველა კომპიუტერი ერთ დიდ ქსელშია გაერთიანებული და იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.

მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები როგორც ქაღალდზე (ნახატები, აპლიკაციები, პლასტილინის მაკეტები), ასევე კომპიუტერზე, სასწავლო თამაშის პროგრამაში მათ „გააცოცხლეს“ მომავლის კომპიუტერები და მომავლის პროგრამები.

პროექტი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და ინოვაციური. ნათლად გამოჩნდა მოსწავლეთა ფანტაზიის, ცნობისმოყვარეობისა და ცოდნის მაღალი პოტენციალი.

ეს გამოცდილება ხელს უწყობს მოსწავლეთა თავდაჯერებულობასა და თვითრწმენას, ხოლო საკუთარი შესაძლებლობების რწმენა არის ძლიერი მოტივატორი ღრმა ცოდნისა და ნათელი მომავლისკენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს - ეკატერინე ჩიტაურს და III კლასის თითოეულ მოსწავლეს ასეთი ინოვაციური, შინაარსიანი და შთამაგონებელი პროექტის განხორციელებისთვის. უსურვებს გამუდმებულ შემოქმედებით ძიებას, უამრავ ახალ ინოვაციურ პროექტს, ძლიერ ცოდნას, პროფესიულ და პირად წარმატებებს და იმ ნათელ მომავალს, რომელსაც ისინი საკუთარი შრომითა და ფანტაზიით შექმნიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება