| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ანი აბაშიძის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლე „კინგსის“ ოლიმპიადის ფინალისტია ინგლისურ ენაში.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„განსაკუთრებული სიამაყით ვაცხადებთ, რომ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანი აბაშიძემ „კინგსის“ ინგლისურის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე უმაღლესი შედეგი აჩვენა და ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი სკოლის სახელი!
ანის შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ცოდნისადმი სიყვარული ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს.
მისი წარმატება ჩვენთვის ყველასთვის დიდი სტიმულია — როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.
ვულოცავთ ანის ამ წარმატებას, ვუსურვებთ ახალი მწვერვალების დაპყრობასა და არაერთ გამარჯვებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა