| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული საშემოდგომო ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა ჩვენს სკოლაში“ გაიმართა.
ჩვეულებისამებრ, შემოდგომის ნაირფერმა ფერებმა სკოლაში ნამდვილი დღესასწაული შექმნა.
მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური ნამუშევრები, მოამზადეს პატარა ინსცენირებები და საოცარი დეკორაციები, რომლებმაც სივრცე განსაკუთრებულად გაალამაზა.
პატარა შემოქმედებმა დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ შემოდგომა მხოლოდ სეზონი არ არის - ეს არის ფერი, სითბო და შთაგონება.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მადლობას უხდიან ყველას ვისაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ ფერადი და ნაზი დღის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა