სიახლეები
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის კვირეული გაიმართა
26-11-2025
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული მენტორი მასწავლებელი შალვა ხუციშვილი, უკვე 28 წელია ხელმძღვანელობს სკოლას და მუდმივად იღწვის მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განვითარებისთვის.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, სწორედ მისი ხელშეწყობით, მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენისა და შემოწმების, სკოლის მართვისა და სასწავლო პროცესებში ჩართვის მიზნით, ახლად არჩეულმა თვითმმართველობის წევრებმა დაგეგმეს წლიური მუშაობა, შეადგინეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც, ასევე, გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის კვირეულის ჩატარება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობა ფართო ასაკობრივ დიაპაზონს მოიცავს (მე-7 - მე-12 კლასები). პროგრამაში ჩართული იყო როგორც მოსწავლეთა კონტიგენტი, ისე მასწავლებელთა სრული სპექტრი, სადაც პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად გადაინაწილა, ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდა. მოსწავლეებმა მოსინჯეს საკუთარი ძალები, გამოავლინეს ცოდნა, ასიამოვნეს სხვას და თვითონაც გაიხარეს.

თვითმმართველობის წევრებმა ხელმძღვანელი მასწავლებლების დახმარებით, დაამტკიცეს კვირეულის საორგანიზაციო კომიტეტი, შეადგინეს გეგმა. სკოლის დირექტორად და მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში კანდიდატებად შეარჩიეს მე -12 კლასის მოსწავლეები - ანი წიწიკაშვილი და გიორგი ოთარაშვილი.

3 ნოემბერს, თვითმმართველობის კვირეული საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საქართველოს ჰიმნის შემდეგ, სკოლის ჰიმნი აჟღერდა. კვირის თითოეული დღე საინტერესო ღონისძიებით იყო დატვირთული. აქტიურობდა ყველა- დიდი თუ პატარა, მასწავლებელი თუ მოსწავლე, მშობელი თუ ადგილობრივი მცხოვრები. მოეწყო შემოდგომის თემაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი კედლის გაზეთების გამოფენა, გასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ჩატარდა სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“.

კვირეულის მეხუთე დღეს, ყველა მასწავლებელი ცრემლმორეული უყურებდა იმ ადგილს, სადაც ადრე თითონ იდგა და ასწავლიდა, ახლა კი მისი აღსაზრდელი მისგან მიღებულ ცოდნა თავის პატარა მეგობრებს უზიარებდა. ამ დღეს თითოეულმა მოსწავლე-მასწავლებელმა უდიდესი პასუხისმგებლობით გაიზიარა ის მძიმე, მაგრამ საამაყო ტვირთი რასაც მასწავლებლობა ჰქვია.

მასწავლებლების რანგში მოგვევლინნენ და საუკეთესო გაკვეთილები ჩაატარეს მარიამ ქერაულმა, ლიკა გობეჯიშვილმა, ვაჟა ცინცაძემ, ანა არღვლიანმა მათემატიკა, შალვა ხუციშვილის, ციცინო ფიფაიშვილის, ნონა სუხიშვილის და ბაბილინა კორძაიას ნაცვლად, ელენე მინდიკაურმა - ქიმია, მედეა ტატიშვილის ნაცვლად, ანი წიწიკაშვილმა - რუსული ენა, მაია კუდუხოვის ნაცვლად, ლიზი ინასარიძემ, ელენე ჭელიძემ, ნათია მსხილაძემ და ბარბარე სხირტლაძემ - ქართული ენა და ლიტერატურა, შორენა ძიძიკაშვილის, ნანა ქაცანაშვილის, ნინო ტაკაშვილის, ნანა გოგოჭურისა და მარინე პეტრიაშვილის ნაცვლად, თენგო გიორგაძემ - ჭადრაკი, ციცინო ფიფაიშვილის ნაცვლად, ბარბარე კუპატაძემ და მარიამ ტალახაძემ ისტორია, ლია იობაშვილის და მაია ავალიშვილის ნაცვლად, მარიამ ბელაშვილმა - გეოგრაფია, ნანა გიგაურის ნაცვლად, ნინი ცხადაიამ - ბიოლოგია, მარინა ასლანიშვილის ნაცვლად, ლილიკო ვარდიშვილმა - ბუნებისმეტყველება, თამარ ტატუნაშვილის ნაცვლად, ანა თელიამ - ფიზიკა, დალი ბაზარაშვილის ნაცვლად, ნიკოლოზ ომიაძემ, გიორგი ფიცხელაურმა და ლუკა ვარდიშვილმა - ინგლისური ენა, მარი ოდიშელიძის, ია ადიკაშვილისა და ნუნუ შინჯიკაშვილის ნაცვლად, საბა დაიაურმა და ანი ძიძიკაშვილმა - ხელოვნება, ლამარა ჭინჭარაულისა და მაია მამულაშვილის ნაცვლად, ელენე ძელურმა და ნინო ადუაშვილმა - მუსიკა, ნათია მაჭავარიანისა და ნათია კალანდაძის ნაცვლად, გიორგი ოთარაშვილმა და დათო ანდიაშვილმა - სპორტი, ირაკლი არაბულისა და ნანა მარღიშვილის ნაცვლად, ლაშა შეთეკაურმა - ისტ, მარიამ ტაბლიაშვილის ნაცვლად.

ელენე შეთეკაურმა და ლუკა ვარდიშვილმა მიკროფონი მოიმარჯვეს და ჟურნალისტების ამპლუა მოირგეს. მათ მოამზადეს კვირეულის აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. სკოლის ექიმის მოვალეობა ნია ტაკაშვილმა შეასრულა.

ანი წიწიკაშვილმა და გიორგი ოთარაშვილმა კარგად გაართვეს თავი დირექტორისა და მოადგილის მოვალეობების შესრულებას. თვითმმართველობის კვირეული მოსწავლე -პედაგოგების საბჭოს სხდომით დაგვირგვინდა. შეაფასეს და შეაჯამეს კვირის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები. ბევრმა მოსწავლემ სურვილი გამოთქვა სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარონ უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე და მომავალში, სკოლას მასწავლებლის რანგში დაუბრუნდეს.

ამავე კვირეულის მსვლელობისას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, გაიბა მეგობრობის, სიყვარულის, თანამშრომლობის და თანადგომის უხილავი ძაფები.

მოსწავლე-მასწავლებელმა ერთმანეთს აჩუქეს მშვენიერი დღეები და დაუვიწყარი წუთები, რაც სკოლის ისტორიაში კიდევ ერთ საინტერესო ფურცლად ჩაიწერა.

მომდევნო კვირას, თვითმმართველობის ყველა წევრი და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქების სიგელებით დააჯილდოვა. ასევე დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება ბუნებაში.

„თვითმმართველობის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოსწავლეებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის განვითარება მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

სიახლეები

აღმზრდელ-პედაგოგების ნაწილს ხელფასები ეზრდება - ოფიციალური უწყების განმარტება

რა წერია მასწავლებელთა ახალ სქემაში - ამონარიდები დოკუმენტიდან

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება - კანონპროექტის დეტალები

უქმდება თუ არა მე-12 კლასი - პრემიერი რეფორმაზე ისაუბრებს

წამყვან-მენტორობის გამოცდა გაუქმდა (?) - როგორ აიმაღლებენ პედაგოგები სტატუსს - ახალი სქემის დეტალები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები
3 ნოემბერს, თვითმმართველობის კვირეული საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

სიახლეები
საზოგადოება