| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალული განათლების პროექტში. აქტიური მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, კი აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელ თამაშში დაიკავეს მე-2 ადგილი.
17 ნოემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმისა და ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით გ.ტაბიძის 134 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში-მინიშნებებით გაიმართა.
როგორც მუხურის სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ - საგანმანათლებლო და მნიშვნელოვანი.
პოეტური პაუზის დროს მონაწილეებმა დიდებული პოეტის ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაგვახარეს წარმატებით - მათ საპატიო მე-2 ადგილი დაიმსახურეს ,მიიღეს ფულადი ჯილდო და სიგელი“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეები კონკურსისთვის მოამზადა და მათ მეგზურობა გაუწია სკოლის ფილოლოგმა, წამყვანმა მასწავლებელმა - ნატო ჯოლოხავამ.
სკოლა მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა