სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასტრიდობა“ - მხიარული და ფერადი სასკოლო დღესასწაული ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში
25-11-2025
-
+


14 ნოემბერი ბავშვების საყვარელი ავტორის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. თარიღი ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა. 

IVა კლასში, პედაგოგ ელისო აბესაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილი დღესასწაული - „ასტრიდობა“ მოეწყო, მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობა შეახსენა და პატარებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

„ნამდვილი ასტრიდობა გინახავთ? ყველაზე მხიარული და ფერადი სასკოლო დღესასწაულია! ისეთი, სკოლის კედლებსაც რომ სცდება მოსწავლეთა ჟრიამული. პერსონაჟები პეპი, კარლსონი, რონია, რასმუსი და ბიულერბიელი ბავშვები წიგნებიდან პირდაპირ კლასში გადმოცხოვრდნენ და N36 სკოლაში სწავლის სურვილიც გამოთქვეს. ჩაერთნენ თამაშებსა და კონკურსებში, თავი გამოსცადეს თავსატეხების ამოხსნაში, იცეკვეს, იმღერეს და ასტრიდობა მართლაც დაუვიწყარ დღედ აქციეს.

IVა კლასელებისთვის ეს დღე ლამაზ მოგონებად დარჩება. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის მნიშვნელობა და მიხვდნენ, რომ ყველა გმირში არის თავისუფლების, სიხარულის მინიჭების, სიყვარულისა და ოცნების ძალა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება