| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
18 ნოემბერს, ითხვისის N2 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეები. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთნაირი ხალისით იყვნენ ჩაბმული როგორც სამზადისში, ასევე ღონისძიების მიმდინარეობაში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და კერძები. იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა და როგორც მოსწავლეებს ისე ღონისძიების სტუმრებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა