| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარდამჭერმა კომპანიამ სიურპრიზით გაახარა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, რომელიც განათლების წახალისებას ისახავს მიზნად, კომპანია „ნიკორამ“ მელეს საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა ორი პერსონალური კომპიუტერი, წიგნები ბიბლიოთეკისთვის, საკანცელარიო საჩუქრები ყველა მოსწავლისთვის.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასაჩუქრე ნაკრებში შედიოდა გუაშის საღებავები, საწერი კალმები, ბლოკნოტები, რვეულები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, ფლომასტერები და პასტელები და დასძენენ, რომ „ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს„.
მელეს საჯარო სკოლა მადლობას უხდის კომპანიას და განათლების სამინისტროს გულუხვი საჩუქრისთვის და მოსწავლეთა გახარებისთვის.
„მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგიური კოლექტივი და სკოლის ადმინისტრაცია უღრმეს მადლობას უხდის კომპანია „ნიკორას“ და საქართველოს განათლების სამინისტროს ასეთი დიდი უანგარო საჩუქრისთვის. ეს ჟესტი უდიდეს გავლენას მოახდენს ჩვენი მოსწავლეების მოტივაციაზე და სწავლის გაუმჯობესების ხარისხზე.
მელეს საჯარო სკოლა მისი კვალიფიციური მასწავლებლები და უნიჭიერესი მოსწავლეები მუდამ იდგება მომავალი თაობის აღზრდის სადარაჯოზე“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა