სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია თხინვალის საჯარო სკოლაში
20-11-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო და საზეიმო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება.

აღსანიშნავია, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა პედაგოგებს მიულოცეს მასწავლებლის დღე, წაიკითხეს ლექსები, კლასის ხელმძღვანელებთან - ნინო თავბერიძესთან და ლუიზა ცერცვაძესთან ერთად შეასრულეს სიმღერები. წერითი მეტყველების განვითარების მიზნით, ჩატარდა კონკურსი. მეორე კლასელებმა დაწერეს თხზულება - „ჩემი პირველი მასწავლებელი“, პირველ კლასელებმა კი გადაწერეს შესწავლილი მოთხრობები. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი.

ღონისძიების ბოლოს, მეორე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება - „პინოქიოს თავგადასავალი“, გააკეთეს აფიშა, სიტყვის პირამიდა, შეადგინეს პერსონაჟის რუკა, გონებრივი იერიშით აღწერეს პინოქიო, გააფერადეს პინოქიოს ფოტო, დაამზადეს პინქიოსთვის გრძელი ცხვირი, იტალიური ფული „სოლდი“ და დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდი ტექსტიდან.

შემდეგ გაინაწილეს როლები და გაითამაშეს ანბანის გაყიდვის ეპიზოდი. ერთ-ერთმა მოირგო პინოქიოს როლი, შეიმოსა შესაბამისად და შეაფასა პრეზენტაცია. „პონოქიომ“ ისაუბრა თუ რა გეგმები აქვს მომავლისათვის და ბავშვებს მოუწოდა ბეჯითობისა და ძლიერებისკენ.

მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა პედაგოგ ლუიზა ცერცვაძის სიურპრიზი - მან მოსწავლეებს მიართვა პინოქიოს გამოსახულებიანი ლამაზი ტორტი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება