| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქალაქ რუსთავში, საბავშვო ბიბლიოთეკაში „ნაკადული“ პროექტ „ზღაპრის ფესტივალის“ ფარგლებში მორიგი შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები (პედაგოგი: ნათელა ჭინჭარაშვილი).
მოსწავლეები გაეცნენ ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების სამყაროს, აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში და იმსჯელეს ზღაპრებში გადმოცემულ მოტივებსა და პერსონაჟების ქცევებზე.
ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა: ბავშვებმა შექმნეს საკუთარი ილუსტრაციები ანდერსენის ზღაპრებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და გამოავლინეს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარები.
დასასრულს, მონაწილეებმა ერთად შეავსეს თემატური კროსვორდი, რომელიც სწორედ ანდერსენის ზღაპრების შინაარსსა და პერსონაჟებს ეხებოდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას, გუნდურ მუშაობას და წიგნიერების პოპულარიზაციას.
„ღონისძიებამ კვლავ აჩვენა, რამდენად მოსწონთ ბავშვებს ზღაპრებით მოგზაურობა და როგორ დადებითად მოქმედებს მსგავსი აქტივობები მათ ინტერესებსა და განვითარებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა