სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე ექთანი ანი ნაჰაპეტიანი ზრუნავს
19-11-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის ყოველდღიური ზედამხედველობა ანი ნაჰაპეტიანს აკისრია. სკოლის ექთანი მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან მოსწავლეთა კეთილდღეობას დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება, ბავშვების ჯანმრთელობას ინტენსიურად აკონტროლებს და მათ ჰიგიენური ნორმების და ჯანმრთელობის დაცვას ასწავლის. 

ანი ნაჰაპეტიანი მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგს ყოველდღიურად ატარებს, ვიზუალურად ამოწმებს მოსწავლეებს და რეკომენდაციებს აძლევს როგორც მათ, ისე მათ მშობლებს. 

ის მოსწავლეებში ჰიგიენის დაცვის კულტურის ჩამოყალიბებისთვის არაერთ ღონისძიებას ატარებს. ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და, ასევე, დიდ ყურადღებას ამახვილებს დაავადებათა პრევენციაზე.

სკოლის ექთნის ამგვარი გულისხმიერი მუშაობა კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლაში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ალათუმანის სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, თანამშრომლები და მოსწავლეები მადლობას უხდიან ექთანს გამოჩენილი ყურადღებისა და ყოველდღიური ზრუნვისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება