სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარა სოფლის დიდი ადამიანები“ - შთამაგონებელი პროექტი ბახვის საჯარო სკოლაში 
19-11-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა. 

მეტად საინტერესო, ემოციური და შთამაგონებელი პროექტი - „პატარა სოფლის დიდი ადამიანები“  14 ნოემბერს სასკოლო საზოგადოებას წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ნანა ჭელიძემ შესთავაზა. 

პროექტი განახორციელა მე-10 კლასში. დასკვნითი, შემაჯამებელი აქტივობა კი სკოლის სააქტო დარბაზში დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართა. 

პროექტი ეფუძნებოდა ადგილობრივი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსწავლეებისათვის, რადგან მათ საშუალება მიეცათ, უშუალოდ დააკავშირონ საკუთარი საცხოვრებელი გარემო საქართველოს კულტურის მნიშვნელოვან მოვლენებთან.

სამი გამორჩეული ფიგურის – დიდი საოპერო მაესტროების, დავით და ნოდარ ანდღულაძეების, და უნიკალური მომღერლის, გოგი დოლიძის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლამ, მე-10 კლასის მოსწავლეებს მისცა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ საკუთარი ფესვებისადმი სიამაყის გრძნობა გაუღვივა. 

„პერსონალური კავშირი სოფლის გამოჩენილ ადამიანებთან აქტივობას ხდის არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ღირებულებაზე ორიენტირებულ პროცესად, რაც გაცილებით დიდხანს რჩება მათ მეხსიერებაში...

დარბაზი გაფორმებული იყო სამივე მომღერლის ფოტოებით მათი სასცენო ცხოვრებიდან, უნიკალური ფონოგრამები მათი შესრულებით ემოციურად მოქმედებდა მსმენელზე, ნანა მასწავლებლის შემოქმედება იყო დარბაზის მხატვრული გაფორმებაც. დიდი მადლობა მას და მეათეკლასლებბს ასეთი სიამოვნების მონიჭებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ახარებთ მასწავლებლის შემოქმედებითობა და მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება