სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს შთამბეჭდავი თემატური გაკვეთილი მიეძღვნა 
19-11-2025
-
+


14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღინიშნა. 

„დიდ მწერლებს შეუძლიათ არა მხოლოდ სამყაროსთვის შექმნილის დატოვება, არამედ მომავალი თაობების აღზრდა იმ ღირებულებებით, რომლებიც მათ შემოქმედებაშია ჩაქსოვილი. ასტრიდ ლინდგრენი - ბავშვთა ლიტერატურის უკვდავი ავტორი - სწორედ ასეთი ფიგურაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

სკოლის IIIგ კლასში (მასწავლებელი ეკატერინე იაშვილი) ჩატარდა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებული თემატური გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მწერლის ცხოვრების, შემოქმედებისა და ადამიანური ფასეულობების გაცნობა.

მოსწავლეები ასრულებდნენ სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც ხელს უწყობდა შემოქმედებითობას და ანალიზს.

გაკვეთილის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ხალისით სავსე ნაწილი იყო ის მომენტი, როდესაც ბავშვები კლასში პეპი გრძელწინდას კოსტიუმებში გამოჩნდნენ. მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით მოირგეს:  ვარცხნილობა, ერთმანეთისგან განსხვავებული წინდები, ფერადი, მხიარული კაბები, ხოლო სახეზე - ჭორფლები და კეთილი ღიმილი, კლასი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოთახი იყო, მაგრამ იმ წუთებში გადაიქცა ლინდგრენის სამყაროდ - მხიარულ, თავისუფალ და ფანტაზიით სავსე სივრცედ. ბავშვები თავად გრძნობდნენ, რომ პატარა მსახიობები იყვნენ - რომ ზედმეტად ხმამაღალიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ზედმეტად გაბედულიც და ზედმეტად მხიარულებიც - სწორედ ისე, როგორც პეპი იყო. ამ გამოცდილებამ ბავშვებს მზაობა და თავისუფლება მისცა, სიტყვიერადაც და ემოციურადაც მიახლოებოდნენ პერსონაჟს, გაეაზრებინათ მისი ხასიათი და შეეფასებინათ, რატომ უყვართ მათ პეპი. კოსტიუმებმა გაკვეთილს არა მხოლოდ სიხარული შემატა, არამედ წარმოაჩინა, რომ სწავლა შეიძლება იყოს თამაშიც, თეატრიც, ფანტაზიაც და შემოქმედებაც ერთად.

„გაკვეთილმა ნათლად გამოავლინა: მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და ემოციური ჩართულობა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიოგრაფიული მასალის გააზრება; გმირების ხასიათის ანალიზის უნარი; უკვდავი წიგნების თემების გადმოტანა საკუთარ გამოცდილებაზე; მეტყველების, მსჯელობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის განვითარება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება