| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა წახალისებით მოსწავლეები აქტიურად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.
ახლახან, სკოლაში კიდევ ერთი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა - მოსწავლეებმა კლასგარეშე ლიტერატურას მიუძღვნეს პრეზენტაცია, სადაც წარადგინეს წაკითხული ნაწარმოებები, თავიანთი შთაბეჭდილებები და ანალიზი.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები გააცნეს დამსწრეებს. თითოეული პრეზენტაცია მოიცავდა მნიშვნელოვანი მონაკვეთების განხილვას და იმაზეც მსჯელობას, თუ რატომ არის კონკრეტული წიგნი მნიშვნელოვანი მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებში კითხვის ჩვევის განვითარებას, მსჯელობის კულტურის გაღრმავებასა და აზრის თავდაჯერებულად გამოხატვას.
სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებებს, რათა მოსწავლეებმა ლიტერატურასთან ურთიერთობა აქტიურად გააგრძელონ.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ნათია შაინიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა