სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში „პოეზიის მეფის“ ხსოვნასა და შემოქმედებას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
19-11-2025
-
+


17 ნოემბერი ქართული „პოეზიის მეფის“, ბგერების უბადლო მხატვრის, გენიალური - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

​ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება, რომელიც დიდი პოეტის ხსოვნასა და შემოქმედებას მიეძღვნა

გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა - „პოეზიის მეფის“ ცხოვრების რთულ გზას, ბავშვობიდან - უკვდაობისკენ! 

ჩატარდა მინი-პოეზიის საღამო.  განსაკუთრებულმა სითბომ და ემოციამ დაისადგურა დარბაზში, როდესაც მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონის შემოქმედებიდან მათთვის ძვირფასი და საყვარელი ლექსები („მე და ღამე“; „რომელი საათია?“ ; „მამული“; „დროშები ჩქარა“ და ა.შ.).

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი“.

„თითოეულმა სტრიქონმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა გალაკტიონის ჯადოსნური სიტყვის ძალა. ასევე მოვისმინეთ სხვადასხვა შემოქმედის პროფესიონალურად წაკითხული გალაკტიონის გენიალური პოეზია“,- ამბობენ სკოლაში და დასძენენ, რომ ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული ღონისძიება გამოვიდა.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისათვის, წარმატებებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება