| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ დაიწყეს.
18 ნოემბერს, ქართული ენის მასწავლებელმა - ინა მანასიანმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ბავშვებისათვის ანბანის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის ჯადოსნურ დასაწყისად იქცა.
საჩვენებელი გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა განახორციელეს რამდენიმე აქტივობა:
1. „ა“ და „ი“ ასობგერებზე დაწყებული სიტყვების წარმოთქმა/დასახელება;
2. ყვავილი „ია“-ს გაფერადება.
3 . კუბებით ქართულ ენაზე პირველი წინადადებების აწყობა.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. პატარები პედაგოგს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ანბანს დიდი მონდომებით ისწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა