სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როდესაც ვხედავ, მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ სკოლაში მაღალია სწავლა-სწავლების ხარისხი“- ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი
19-11-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორ მიხეილ ჯაყელს მოსწავლეთა განვითარების ხედვა მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. 

მისი თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პირველ ადგილზეა მისი შემოქმედებითი უნარების განვითარება, სადაც მოსწავლე სრულად იყენებს თავის უნარებს, შესაძლებლობებსა და პოტენციალს.

დირექტორი ხაზს უსვამს, რომ სკოლის წარმატება მხოლოდ სასწავლო პროგრამებით არ იზომება. მისი თქმით, შედეგს სწორედ ის გარემო იძლევა, სადაც -  მაღალკვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ, ფორმალურთან ერთად კი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაფორმალური განათლება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ...

- სკოლაში იყოს ისეთი გარემო, სადაც პირველ ადგილზე იქნება დაყენებული მოსწავლის  შემოქმედებითი უნარების განვითარება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე სრულად იყენებს თავის უნარებს, შესაძლებლობებს და პოტენციალს.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

 -  ა) რამდენად მაღალი კვალიფიკაციის და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებლები ასწავლიან მოსწავლეებს;

ბ)  არაფორმალური განათლების მიმართულებით არის შექმნილი ისეთი გარემოება, რომელიც მოსწავლეს ვალდებულების ნაცვლად ინტერესს გაუღვივებს;

დ)  დირექტორს გააჩნია მოსწავლეების ზრდის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ხედვა.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სკოლის წარმატების მიღწევის არის ნდობა, თანხმობა.  ერთიანობის  შემთხვევაში მარტივია სკოლაში არსებული ნებისმიერი რთული პრობლემის დაძლევა და მოგვარება.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ადამიანური ურთიერთობები და ღირებულებები. ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლია შეავსოს ემოციური, სოციალური, ფიზიკური და ინტელექტუალური   მოთხოვნები

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- სკოლაში მაღალია სწავლის ხარისხი და მასწავლებლები მაღალ დონეზე აღწევენ მაღალ აკადემიურ პროგრესს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- უნარს, რომლის ათვისებაც შესაძლებელია სწორი აზროვნების და სწორი სტრატეგიების პრაქტიკით.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეეძლებათ, ყურადღებით და დაკვირვებით ერთად შექმნან მაქსიმალურად ღია იდეების ან მიდგომების სასწავლო გარემო, მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება