სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მისი შესაძლებლობების რწმენა“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი
18-11-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორ ალა მეგრაბიანის ხედვით, მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და ბავშვების შესაძლებლობების რწმენა ხარისხიანი განათლების საფუძველია. 

დირექტორის თქმით, კოლექტივის თანადგომა განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სკოლის ხელმძღვანელი მას მრავალფეროვან პალიტრას ადარებს, სადაც თითოეულ ფერს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს, მათი ერთობა კი სკოლას აძლიერებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- კეთილგანწყობილი სასწავლო და ფიზიკური გარემო, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და რწმენა მოსწავლის შესაძლებლობებისა და მისი მომავალი წარმატებისადმი. 

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად თავდაუზოგავად და გულახდილად ეკიდება სკოლის ყოველი თანამშრომელი  დაკისრებულ მოვალეობას.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვა შეუძლებელია კოლექტივის თანადგომისა და თანამშრომლობის გარეშე. ვინაიდან კოლექტივი არის ის პალიტრა, რომლის ყოველ ფერს აკისრია თავისი უნიკალური ფუნქცია და სწორედ ამ უნიკალურობის ერთობლიობა გვაძლიერებს და გვიბიძგებს არაჩვეულებრივი ქმედებებისკენ.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნება და თითოეული ინდივიდის აზრის გათვალისწინება სკოლის შიგნით, პერსონალისა თუ მოსწავლეების გათვალისწინებით.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

-  მასწავლებლის შრომამ შედეგი გამოიღო.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ყველა ინდივიდის ხმა დაცულია, ამასთანავე პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გზაა.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- აღიზრდება წარმატებული, განვითარებული, მიზანდასახული და შემდგარი თაობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება