სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მთელი გუნდის ერთობლივი ძალა ქმნის წარმატებულ სკოლას“- საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორი მარიკა ხურციძე
18-11-2025
-
+


შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორ მარიკა ხურციძისთვის მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პიროვნული განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად კი სკოლაში უსაფრთხო, მეგობრულ და მხარდამჭერ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს და ქმნის ერთ დიდ ოჯახურ სივრცეს, სადაც მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორი მარიკა ხურციძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, მეგობრული და მხარდამჭერი გარემო. ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალი პედაგოგები.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორი პროგრესი აქვს მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიურ მიღწევებში, არამედ პიროვნული განვითარების, პასუხისმგებლობისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მიმართულებით.

-პედკოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- მთელი გუნდის ერთობლივი ძალა ქმნის წარმატებულ სკოლას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა, ერთიანობა, უსაფრთხო და მეგობრული გარემო,  რომელიც აძლიერებს როგორც ბავშვებს, ისე მასწავლებლებს და ქმნის ერთ დიდ ოჯახურ სივრცეს.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- სწავლების გზა სწორად მიდის. თავადაც მეტი ენერგია და ენთუზიაზმი მიჩნდება.. 

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს... 

- ობიექტურობას  და მიუკერძოებლობას გარემოებების მიუხედავად,   ემოციებზე მაღლა დგომას და გადაწყვეტილებების ფაქტებზე დაფუძნებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- განათლების ხარისხი მუდმივად იზრდება, მოსწავლეთა  სწავლისადმი ინტერესი უფრო ძლიერდება. სადაც თითოეული ბავშვი მიღებულია, დაფასებულია და მას აქვს განვითარების სხვადასხვა გზა აკადემიური, შემოქმედებითი თუ სოციალური.   სივრცე სადაც მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან -შევქმნათ ისეთ გარემო, რომელიც წარმატებას და მომავალში თვითრეალიზებას უზრუნველყოფს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება