| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექტორ ირინე გაგოშიძის ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის აუცილებელია გარემო, სადაც თავს გრძნობს დაცულად, დაფასებულად, მოტივირებულად, სადაც იღებს მომავლის მოთხოვნების შესაბამის განათლებას, სასწავლო პროცესი კი ეროვნულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. სწორედ ასეთ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს სკოლაში და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე გაგოშიძე პასუხობს.
-მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...
-უსაფრთხოებაზე, მიმღებლობასა და წახალისებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს ფასეულ ინდივიდად. სკოლამ მოსწავლეებს უნდა მისცეს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თანამედროვე და მომავლის მოთხოვნების შესაბამისი მდგრადი განათლება. ჩამოაყალიბოს კრიტიკულად მოაზროვნე, ჰუმანური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება, რომელიც შეძლებს თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
-რამდენად მომზადებული ტოვებს სკოლის კედლებს კურსდამთავრებული ცხოვრებისეული გამოწვევების მისაღებად. ჩემი აზრით, წარმატება არ იზომება მხოლოდ მაღალი ქულებით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდას ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოხდეს მისი აქტიურ მოქალაქედ ფორმირება.
-კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
-სკოლა არის საერთო მიზნისთვის მომუშავე ერთიანი ორგანიზმი. მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციის გუნდური მუშაობა ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას, სადაც შესაძლებელია ინოვაციების დანერგვა და გამოწვევებთან დროულად გამკლავება. ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც მიმდინარე სასწავალო წელს სკოლისთვის უპირობო, ცხრაწლიანი ავტორიზაციის სტატუსის მინიჭებით დადასტურდა.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
-პროფესიული ეთიკა და თანაშემოქმედებითობა, რომელიც საერთო მიზანს ემსახურება. ასევე, მოსწავლის თვალებში დანახული „ნაპერწკალი“, გაღვიძებული ინტერესი, მიღებული ცოდნისგან მინიჭებული სიხარული და აღმოჩენების ქონის სურვილი. ეს არის იმის დასტური, რომ სკოლის მისია მიღწეულია და მოსწავლეები იზრდებიან მოაზროვნე, აქტიურ მოქალაქეებად.
-როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
-სწავლა-სწავლების პროცესი სწორად იყო ორგანიზებული და მასწავლებელმა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა გამოიყენა. შედეგად მივაღწიეთ უმთავრეს მიზანს, მოსწავლეს გავუღვივეთ სწავლის შინაგანი სურვილი. ეს კი, ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, მნიშვნელოვანი ინდიკატორია პროცესის შესაფასებლად.
-რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
-კონფლიქტში ჩართული მხარეების მოსმენას, ფაქტებზე დაფუძნებული სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც ყველა მხარის პოზიცია იქნება გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ დისციპლინური საკითხები უნდა გადაწყდეს ურთიერთპატივისცემით, კანონის შესაბამისად.
-მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
-მოზარდი არა მხოლოდ ცოდნას დააგროვებს, არამედ პრაქტიკულ გამოყენებას შეძლებს ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. მიზანს მიღწეულად ჩავთვლი, თუკი სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იტყვის: "ეს ჩემი სკოლაა და მე მეამაყება ის."
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის
გაკვეთილმა ხელი შეუწყო ფინანსური განათლების პოპულარიზაციას სკოლაში და განამტკიცა მოსწავლეთა სოციალური და ეკონომიკური კომპეტენციები