| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარიამ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით და მასწავლებლების - მზია კაპანაძის, მარიტა ციცქიშვილისა და მეგი გიორგაძის ჩართულობით, 17 ნოემბერს გალაკტიონი გაცოცხლდა ეწერის საჯარო სკოლაში.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას და მისი უკვდავი პოეზია წაიკითხეს.
„მართლაც ჭყვიშში წარმოვიდგინე ჩემი თავი ...გალაქტიონის სახლში. მე-7 მე-8 მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ბუმბერაზი პოეტის ლექსები და ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები... მადლობა ყველას ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის.... სტუმრად ასევე მოწვეული გვყავდა სოფელ ეწერის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნელი მოდებაძე“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეების მონდომება და მათი შემოქმედებოთობა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა